Tour in Georgian Language

გთხოვთ სრულად წაიკითხოთ ინფორმაცია!

ტურიზმში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რომ, საინტერესო იქნება ქართულ ენაზეც ჩავატაროთ საფეხმავლო ტურები. აქამდე მხოლოდ უცხოელ სტუმრებთან ვმუშაობდით, თუმცა რამდენიმ თანამოქალაქემ და მსოფლიოში არსებულმა სიტუაციამ, გვიბიძგა რომ ქართულ ენაზეც ჩავატაროთ ტურები. გვინდა რომ ჩვენებურად დაგანახოთ თბილისი, გაგატაროთ ნაცნობ და უცნობ ქუჩებში, გიამბოთ თბილისის ისტორია, ურბანული ლეგენდები და საინტერესო ფაქტები, როგორც წარსულიდან ასევე აწმყოდან! ეს არ იქნება ისტორიის მორიგი გაკვეთილი, ვეცდებით რომ იყოს უფრო ხალისიანი და თბილი ტური!

ძველი თბილისის ტური

მოვინახულებთ სოლოლაკისა და ძველი თბილისის ლამაზ სადარბაზოებს, ფერად სახლებს, თბილისურ აივნებასა და ეზოებს, ერთი სიტყვით ვნახავთ როგორც ტურისტულ, ისე არა ტურისტულ ადგილებს. თუ გინდათ თბილისი ნახოთ დეტალებში, გადაიღოთ ბევრი კარგი ფოტო, გაიხსენოთ კარგად მივიწყებული ძველი და გაიგოთ ახალიც, მაშინ შემოგვიერთდით!

ტური ჩატარდება ყოველ შაბათს; დასაწყისი 12:00 საათზე; შეხვედრის ადგილი, პუშკინის სკვერი, თავისუფლების მოედანი; ტურის ჩასატარებლად საჭიროა 5 ადამიანი.

ტურის ღირებულება

10




უცნობი თბილისის ტური

ამ ტურში ჩვენ მოვინახულებთ გერმანელი კოლონისტების, კერძოდ კი ვჲურტემბერგელი შვაბების მიერ დაარსებულ უბანს ნოი-ტიფლისს (ჩუღურეთი). ტურს დავიწყებთ ლეონიძის ბაღიდან, გავივლით მშრალ ხიდს, ზაარბრუკენის მოედანს (ძველ ვორონცოვის მოედანს), აღმაშენებლის, წინამძღვრიშვილისა და უზნაძის ქუჩებს, გიამბობთ ბევრ საინტერესო ისტორიას და ურბანულ ამბავს, აგრეთვე განახებთ ისეთ ადგილებს და დეტალებზე რომლებსაც ხშირად ჩავუვლით და გამოგვრჩება ხოლმე. მოკლედ თუ გინდათ თბილისი ნახოთ დეტალებში, გადაიღოთ ბევრი კარგი ფოტო, გაიხსენოთ კარგად მივიწყებული ძველი და გაიგოთ ახალიც, მაშინ შემოგვიერთდით!

ტური ჩატარდება ყოველ კვირას; დასაწყისი 12:00 საათზე; შეხვედრის ადგილი, გიორგი ლეონიძის ძეგლი, ლეონიძის ბაღი; ტურის ჩასატარებლად საჭიროა 5 ადამიანი.

ტურის ღირებულება

10

 

ხშირად დასმული კითხვები

 

  1. ტურის ჩასატარებლად საჭიროა სულ ცოტა 5 ადამიანი
  2. ტურები ამ ეტაპზე ჩატარდება: შაბათს – ძველი თბილისის ტური და კვირას -უცნობი თბილისის ტური (ჩუღურეთის უბანი)
  3. იქონიეთ პირბადე, რადგან რამდენიმე დახურულ სივრცეში მოგვიწევს შესვლა
  4. დაიცავით დისტანცია. (1-1.5 მეტრი)
  5. მოცემულ სარეგისტრაციო მიჰყევით ეტაპებს.
  6. რეგისტრაციის გავლის შემდეგ თუ არ მოგივათ დასტური ელექტრონულ ფოსტაზე, გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენ ფეისბუქ გვერდზე.
  7. აუცილებელად ჩაიცვით კომფორტულად
  8. ტური დაახლოებით 3-3.5 საათს გაგრძელდება
  9. მანძილი 5 კილომეტრამდე
  10. ამ ეტაპზე გადახდა ხდება ადგილზე ან გადმორიცხვით ან “ქეშით”

რამდენიმე ფოტო ტურიდან